თბილისის მერიაში მაღალ თანამდებობებზე ნასამართლევი პირები მუშაობენ
მონიტორინგის ცენტრ „მედიატორი“ სკანდალურ განცხადებას ავრცელებს, ცენტრის დამფუძნებლის ლევან ხაბეიშვილის თანახმად თბილისის მერიაში მაღალ თანამდებობებზე ნასამართლევი პირები მუშაობენ
„მას შემდეგ, რაც ჯოკია ბოდოკიას შემთხვევა მოხდა, გადავწყვიტეთ, საჯარო გაგვეხადა იმ ადამიანების ვინაობა. მიუხედავად იმისა, რომ მათ გაქარწყლებული აქვთ ნასამართლევობა, მიგვაჩნია, რომ მათი თანამდებობებზე ყოფნა არის საშიში. პირველ რიგში, ვგულისხმობ გელა ჩივიაშვილს – მერიის სოციალური სამსახურის უფროსს. ის ნასამართლევია საბიუჯეტო სახსრების მითვისებისთვის –2012 წელს მან 50 000 სოციალურად დაუცველი ადამიანისთვის გამოყოფილი დაზღვევის თანხა მიითვისა და ეს აღიარა, რის შემდეგაც ჩივიაშვილთან საპროცესო შეთნხმება გაფორმდა. მას 2 წლით აეკრძალა მაღალ თანამდებობაზე მუშაობა, მაგრამ ვადის გასვლის შემდეგ პირდაპირ მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს. ჩვენ არასწორად მიგვაჩნია ნასამართლევი ადამიანის დისკრედიტაცია, მაგრამ მათი ყოველგვარი გამოსაცდელი ვადის გარეშე მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა მიზანშეუწონელია. გარდა ამისა, საბურთალოს გამგეობაში აპარატის უფროსად მუშაობს ზაზა გავაშელი, რომელიც ფინანსური დანაშაულისთვის ორჯერ არის ნასამართლევი. ნაძალადევის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე ვასილ ბექაური ნასამართლევია საბურავების ქურდობისთვის. მთაწმინდის მუნიციპალიტეტში თავმჯდომარის მოადგილე საშკა სანაძე 2006 წელს ნასამართლევია კრიმინალური სამყაროს წევრობისთვის. ჩვენი აზრით, ამ ადამიანებმა უნდა დატოვონ თანამდებობები და არა სამსახური, რათა არ განმეროდეს ჯოკია ბოდოკიას შემთხვევა“, – აცხადებს ხაბეიშვილი.
აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ არ აინტერესებს, რას საუბრობენ "ნაც.მოს" მიერ დაფუძნებული ორგანიზაციები.
ავტორი: ნიუპრესი





17:29
10:32
19:59
15:16
















