|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"უშიშროების ყოფილი თანამშრომლების მაღალ თანამდებობებზე ყოფნის დრო წავიდა"-სულხან ქობულაძე

 იმერეთის ახალი გუბერნატორის დანიშვნასთან დაკავშირებით  შეფასება გააკეთა არასამთავრობო ორგანიზაციის - "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრი“  ხელმძღვანელმა  სულხან ქობულაძემ. მისი თქმით, იმერეთის გუბერნატორად გივი ჭიჭინაძის დანიშვნა ერთგვარი სიგნალია იმისარომ უშიშროების როლი ადგილობრივი ხელისუფლების მართვაში მცირდება.

"ერთი რამ შემიძლია ახალ გუბერნატორზე  ვთქვა, მას ადამიანის მოსმენა შეუძლია და არ გავს იმ ჩინოვნიკებს, სკამზე რომ დაჯდებიან, დედამიწა არაფრად მიაჩნიათ და ცაში დაფრინავენ. ვფიქრობ, რომ უშიშროების ყოფილი თანამშრომლების მაღალ თანამდებობებზე ყოფნის დრო წავიდა და ამას ზემოთ მიხვდნენ, ადგილობრივი არჩევნებზე საკრებულოს წევრობის კანდიდატურების შერჩევასა, თუ გამგებლების დანიშვნაში უშუალოდ უშიშროება იყო ჩართული და ამან ცუდი შედეგი გამოიღო. დღეს ყველგანაა ადგილობრივ ხელისუფლებებში უშიშროების კადრები, თან დიდი დოზით",- განაცხადა სულხან ქობულაძემ.

შეგახსენებთ, ზაზა მეფარიშვილმა იმერეთის გუბერნატორის თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა და მისი ადგილი გივი ჭიჭინაზემ დაიკავა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი