პარკირების საფასურის გადახდა სწრაფი ჩარიცხვის აპარატებით მოხდება
ქუთაისის საკრებულოს პარკირების ორგანიზების უფლების ნორმატიული საფასური დაადგინა. დადგინდა ზედა ზღვარი ყველა სახეობის პარკირების ადგილით სარგებლობის შესახებ. ახალი წესების მიხედვით, პარკირების საფასურის გადახდა სწრაფი გადახდის აპარატებით მოხდება და აპარატები ავტოპარკებთან 50 მეტრის რადიუსში დაიდგმება. აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციურმა ფრაქციებმა. "არ ვემხრობი იდეას, რომ პარკირების ადგილი გადაცემულ იყოს ერთ იურიდიულ პირზე, ვემხრობოდი, რომ ცალ-ცალკე კონკურსი ჩატარებულიყო პარკირების ადგილებზე. მქონდა იდეა, რომ პარკირება ყოფილიყო სოციალური პროექტი. ანუ ტენდერში მონაწილეობა მიეღოთ მხოლოდ შშმ პირებს. მერიამ ჩათვალა რომ ეს უნდა იყოს ერთ პირზე გადაცემული და ასე უფრო მომგებიანია, რასაც არ ვეთანხმები",- განაცხადა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ამირან ძოწენიძემ.
ავტორი: ანა ჯიქია





17:29
10:32
19:59
15:16
















