ქუთაისში საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გაიმართება
ქუთაისში საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გაიმართება. ქუთაისის მერი ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების ხელმძღვანელებს შეხვდა. ოლიმპიადა სტარტს ქუთაისში მარტის თვეში აიღებს და 10 მაისამდე გასტანს. " სპორტის სამინისტროს აქვს ძალიან კარგი ინიციატივა, უნდა გამოვლინდეს გამარჯვებულები. ჩემპიონატში დაახლოებით 104 ჯგუფი მონაწილეობს. ეს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების დაახლოებას უწყობს ხელს",- განაცხადა შოთა მურღულიამ.
ოლიმპიადა სპორტის 7 სახეობაში ტარდება. მასში მონაწილეობას ქალაქის ყველა საჯარო და კერძო სკოლა მიიღებს.
ავტორი: ანა ჯიქია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





17:29
10:32
19:59
15:16
















