"მეგა-ტვ"-ს შესახებ კომისიის დასკვნა 3 კვირაში დაიდება
ტელეკომპანია ,,რიონის" - ს და ,,მეგა ტვ" - ის დავის შესახებ საბოლოო დასკვნას კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია დაახლოებით სამ კვირაში დადებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ,,ნიუპრესს" ინფორმაცია, ტელეკომპანია ,,რიონის" გენერალურმა დირექტორმა თამარ ღვინიანიძემ მიაწოდა. ღვინიანიძის განცხადებით, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია ,,მეგა ტვ"- ს და ტელეკომპანია ,,რიონის" დავის საბოლოო დასკვნა სამი კვირის შემდეგ დაიდება, რადგანაც კომისიამ უნდა მოახდინოს სრულად შესწავლა თუ რა გეოგრაფიულ არეალში ახდებს მაუწყებლობას ტელეკომპანია ,,მეგა ტვ" და არღვევს თუ არა ის მარეგულირებელი კომისიის დადგენილების მე-40 მუხლს.
შეგახსენებთ, ტელეკომპანიებს შორის დავა უკვე წლებია მიმდინარეობს, თუმცა ამჯერად ,,რიონის" გენერალური დირექტორის გაღიზიანება ტელეკომპანია ,,მეგა ტვ" - ის ეთერში გასული გადაცემის ,,შუადღე ქუთაისში" - ს სახელწოდებამ გამოიწვია, რის გამოც მან კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში საჩივარი შეიტანა. ღვინიანიძის განმარტებით, ტელეკომპანია ,,მეგა ტვ" ქუთაისში კანონდაღვევით მაუწყებლობს.
ავტორი: გიგა გელხვიიძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





12:45
17:29
10:32
19:59
















