|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქალი არის ამ პლანეტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი"-ეკა თხილავა

ქუთაისის "გენდერის მედიაცენტრში" შეხვედრა ჟურნალისტთან და მწერალთან, ეკა თხილავასთან გაიმართა. თხილავამ ქალის ფენომენზე და მის როლზე ისაურა, მან ქალის ცხოვრების სირთულეებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქალი უნდა იყოს პოლიტიკაშიც, ხელოვნებაშიც, კულტურაშიც, მაგრამ უნდა იცოდეს თავისი ადგილი და გზა, რა სურს მას ცხოვრებაში.

"ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოგვივიდა, ჩვენ ვისაუბრეთ ქალის როლზე, შევთანხმდით იმაზე, რომ ქალი არის ამ პლანეტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, ის არის დედამიწის საწყისიც და სასრულიც. ვფიქრობ, რომ ეს არის ის თემა, რაზეც ყველას სურდა საუბარი და რაზეც მომავალში კიდევ უფრო მეტს ვისაუბრებთ",-განაცხადა ეკა თხილავამ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი