|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზურაბ ჟვანიას სკოლამ კურსდამთავრებულებს სიგელები გადასცა

 სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ პირველი ნაკადის მსმენელებს სერთიპიკატები გადასცა. აღნიშნულ ღონისძიებას ქუთაისის თვითმართველობა: გუბერნია, მერია და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.  ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა ჟვანიას სკოლის მსმენელებს  სერთიფიკატები გადასცეს და კურსის დასრულება  მიულოცეს. მურღულიამ აღნიშნა, რომ ჟვანიას სკოლა ძალიან დიდ საქმეს ემსახურება და საჯარო მოხელეების გადამზადება დიდი პერსპექტივაა ქალაქისთვის.

"მოხარული ვარ, რომ ჟვანიას სკოლა ფუნქციონირებს ქუთაისში. ზოგადად მიმაჩნია, რომ საჯარო მოხელეების გადამზადება ეს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რადგან ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური კადრი. ჩვენ, თუ გვინდა კარგ მართველობას მივაღწიოთ უნდა მივეჩვიოთ, რომ ყველა საჯარო მოხელეს მათ შორის ქალაქის მერს სჭირდება ეტაპობრივად კვალიფიკაციის ამაღლება. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი  პრობლემების გადაჭრა, ამიტომ ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ჟვანიას  სკოლა",-აღნიშნა მურღულიამ.

"ეს სკოლა ემსახურება საქმეს, რომელიც თავისი მნიშვნელობითა და ამოცანებით  ძალიან განსაკუთრებულია სახელმწიფოსთვის. მიხარია, რომ ამ სკოლას ჰყავს ბევრი მსმენელი და მის საქმიანობას აქვს ძალიან დიდი რეზონანსი",- განაცხადა დვალმა.

ღონისძიება მე-5 ნაკადის დასრულებასთან დაკავშირებით მოეწყო, სადაც მოხდა 80 საჯარო მოხელეს გადამზადება ოთხი მიმართულებით. როგორც სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი აღნიშნავს, ერთი წლის განმავლობაში, სკოლამ 300-მდე საჯარო მოხელე გადაამზადა.

"ზურაბ ჟვანიას სახელობის სკოლა დაარსდა 2005 წელს, სკოლა ემსახურება  სახელმწიფო სტრუქტურებში და საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა პროფესიული დონის ამაღლებას და მათი საჯარო ადმინისტრირების ერთიან სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობას. დღესდღეობით სკოლამ 300-მდე ბენეფიციარი გადაამზადა"- აღნიშნა ჯაყელმა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი