"ჯიზი პარკში" მოსახლეობა უფასო ინტერნეტით ისარგებლებს
"ჯიზი პარკი" მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ჯეო კაპიტალმა" ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გახსნა. სკვერის გახსნას ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. ქალაქის მერის, შოთა მურღულიას განმარტებით, ამ ორგანიზაციის ქმედება მისაბაძია. ის ანალოგიური ქმედებისაკენ სხვა ორგანიზაციებსაც მოუწოდებს. "ამ ორგანიზაციამ სრულად აიღო პასუხისმგებლობა ამ სკვერის მოწესრიგებაში და ეს ნამდვილად მისაბაძია, მივმართავ ყველა კომპანიას მის მიმდებარე
სკვერის, ან ტერიტორიის მოწესრიგებაში დაეხმაროს ქალაქს, რა თქმა უნდა, ჩვენც ყველანაირად გვერდით
დავუდგებით", - აღნიშნა შოთა მურღულიამ.
ადგილობრივ მცხოვრებლებს პარკში დასვენების გარდა, უფასო ინტერნეტით სარგებლობა შეეძლებათ.
"ეს არის ქუთაისელებისადმი ჩვენი პატივისცემის, სიყვარულის
და მზრუნველობის ნიშნად მოწყობილი ადგილი, სადაც
ახალგაზრდებს და არა მარტო მათ, სხვადასხვა
ასაკის წარმომადგენლებს, შეუძლიათ დაისვენონ და რაც მთავარია, ისარგებლონ უფასო ინტერნეტით", -განმარტა "ჯეო კაპიტალის" წარმომადგენელმა ირმა ნიკოლაძემ.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





12:45
17:29
10:32
19:59
















