ავარია, რომელსაც ორი ქართველი კურსანტი ემსხვერპლა - CBS-ი პირველ კადრებს ავრცელებს
ტელეკომპანია CBS-ი ნიუ ჯერსიში მომხდარი ავტოავარიის პირველ კადრებს ავრცელებს. ავარიას ორი ქართველი კურსანტი ემსხვერპლა.
ამ დრომდე უცნობია ზუსტი თარიღი, თუ როდის ჩამოასვენებენ მათ სამშობლოში, თუმცა საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ პროცედურები დაწყებულია და ეს რაც შეიძლება მოკლე დროში მოხდება. სავარაუდო თარიღად ოთხშაბათი სახელდება.
სოსო მაკარიძე ნიუ ჯერსიში ამერიკის საზღვაო თავდაცვის აკადემიის მე-4, ბესარიონ გორჯოლაძე კი მეორე კურსის მსმენელი იყო.
დაღუპულთა ოჯახებში დილიდან იკრიბებიან გარდაცვლილთა ნათესავები და მეგობრები. ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს ქვეყნის პრემიერმა, პრეზიდენტმა, პოლიტიკური პარტიებისა და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებმა.
დაღუპულების ამერიკელმა მეგობრებმა კი მათი ხსოვნის პატივსაცემად საკუთარი „ფეისბუქის“ პროფილის სურათებად საქართველოს დროშები დააყენეს.
წყარო: 1tv.ge
ავტორი: ნიუპრესი





12:45
17:29
10:32
19:59
















