|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნაციონალურმა მოძრაობამ" პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მოთხოვნით მიმართა

უმცირესობა მთავრობის ეკონომიკური გუნდის მისვლას და ეკონომიკაში შექმნილ ვითარებაზე დებატებს მოითხოვს. ნაციონალურმა მოძრაობამ პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მოთხოვნით მიმართა. “სამწუხაროდ ყოველდღიურად გრძელდება საქართველოს მოსახლეობის და ზოგადად საქართველოს ეკონომიკის გაღარიბების პროცესი. ხელისუფლება ამ პროცესში ავლენს სრულ უნიათობას და უუნარობას. მათ არ გააჩნიათ კონკრეტული გეგმა ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად. ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავთ პრეზიდენტს და პარლამენტს, რომ მოწვეულ იქნეს რიგგარეშე სხდომა, რათა განხილულ იქნას ჩვენი ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის ფართომასშტაბიანი გეგმა,“ განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილემ ლევან ბეჟაშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი