|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქართულ დამწერლობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება

ქართული ანბანის სამივე სახეობას: ასომთავრულს, ნუსხურსა და მხედრულს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება. ამის შესახებ  განცხადება კულტურული  მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა სასტუმრო „რედისონში“ 2015 წლის პროგრამის პრეზენტაციაზე გააკეთა. პროგრამის მთავარი პრიორიტეტები ისტორიული დასახლებების, არქიტექტურული და არამატერიალური კულტურული ძეგლების გამოვლენა და მათი დაცვა იქნება. მოხდება ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის პროექტირება, რაც კულტურისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან ერთად განხორციელდება. 

"დღეს საზეიმოდ ხელი ეწერება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც არსი ქართული დამწერლობისთვის კულტურული მიემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება. ეს არის იმისთვის, რომ უკეთ დავიწყოტ მუშაობა მისი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენად", - განაცხადა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ.  


ავტორი: ნიუპრესი