დასუფთავების აქცია ქუთაისში
„სუფთა გარემო, ჯანმრთელი ადამიანი“ ეს ის ლოზუნგია, რომელიც წინ უძღვოდა დღეს გამართულ დასუფთავების აქციას, რომელიც რუსთაველის ხიდის მიმდებარე ტერიტორიასთან გაიმართა. აღნიშნულ აქციაში მონაწილეობდნენ სტუდენტური საინიციატივო ჯგუფები. მათი თქმით, ამგვარი ქმედებით მოტივაციას უმაღლებენ მოზარდებს, რათა გაუფრთხილდნენ გარემოს.
„ჩვენ ვართ საინიციატივო ჯგუფი, რომლებმაც სტუდენტებითაა დაკომპლექტებული. გადავწყვიტეთ, რომ ქალაქ ქუთაისიდან დავიწყოთ დასუფთავებისათვის ბრძოლა. ამაში მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია. ჩვენ გვინდა, რომ ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში, სადაც თითოეული ადამიანი უფრთხილდება გარემოს,“- აცხადებს ნანა ქობულაძე, საინიციატივო ჯგუფის წევრი.
„ვფიქრობთ , რომ ამით ჩვენს მცირე წვლილს შევიტანთ ქალაქის დასუფთავებასა და გარემოს განაშენიანებაში. ვიმედოვნებ, რომ ბევრი ახალგაზრდა ჩაერთვება ჩვენს აქციაში და ეს მოტივაცია იქნება მათთვის, რომ იცხოვრონ ჯანსაღ გარემოში,“- ლაშა ბოჭორიშვილი, აქციის მონაწილე.
ავტორი: იზა მოდებაძე





12:45
17:29
10:32
19:59
















