,,ქალები საქართველოსთვის" გენდერული ქვოტის შემოღებას ითხოვენ
საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ქალები საქართველოსთვის" ხელისუფლებას გენდერული ინიციატივას სთავაზობს. ორგანიზაცის თავმჯდომარე ლია გვენეტაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში სავალდებულო გენდერული ქვოტა უნდა იქნას შემოღებული, რაც პოლიტიკაში და გადაწყვეტილებების მიმღებ სტრუქტურებში ქალების რაოდენობას მნიშვნელოვანწილად გაზრდის.
,,2003 წელს პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იყო წარდგენლი მსგავსი ინიციატივა, თუმცა ამ კანონპროექტს დეპუტატთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა და შესაბამისად, კანონპროექტიც ჩავარდა. მიმაჩნია, რომ აუცილებელია საქართველოს პარლამენტში ქვოტირების სისტემის დანერგვის ინიციატივის განახლება და დღის წესრიგში კვლავ დაყენება, რის შემდეგაც სახელმწიფოს მიერ სასწრაფოდ უნდა იქნას განხილული და მიღებული კანონი გენდერული ქვოტირების შესახებ, რათა პოლიტიკურ საქმიანობაში გაცილებით მეტი ქალი იქნას ჩართული",- აღნიშნა ლია ლია გვენეტაძემ.
ავტორი: ეკა შალამბერიძე





12:45
17:29
10:32
19:59
















