პატიმარმა ოთარ აფრიდონიძემ რვადღიანი შიმშილობა შეწყვიტა
გავრცელებულ ინფრომაციას იმის შესახებ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქუთაის #2 დაწესებულების პატიმარმა ოთარ აფრიდონიძემ, შიმშილობის პარალელურად მაგიდაზე ხელები მიიჭედა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში არ ადასტურებენ.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესსამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, პატიმარი შიმშილობდა, თუმცა მას მაგიდაზე ხელი არ მიუჭედებია.
,,5-დან 12 მარტამდე ის შიმშილობდა და ამასთან ერთად ხელში მავთული ჰქონდა გაყრილი. ამ დროისთვის აფრიდონიძეს შეწყვეტილი აქვს შიმშილობაც და ზემოთხსენებული მავთული გამოღებული აქვს ხელიდან", - აცხადებენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, აფრიდონიძის მთავარი მოთხოვნა მისი საქმის გადახედვა და სამართლიანი განაჩენის გამოტანა იყო. მისი თქმით, ის სასჯელს სხვისი დანაშაულისთვის იხდის.
ავტორი: გიგა გელხვიიძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა


21:51
15:17
15:16
14:26
















