ინციდენტი თერჯოლის გამგეობაში
თერჯოლაში გამგებლის კაბინეტში შეჭრას ცდილობდა ადგილობრივი როსტომ გავაშელაშვილი. თერჯოლის გამგებლის, თემურ ჯაფარიძის განმარტებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე დასაქმებას ითხოვდა. ხმამაღალი საუბრის შემდეგ ის დაცვამ გაიყვანა და პოლიციას გადასცა. გამგებლის თქმით, გავაშელაშვილი ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური ორგანიზაციის მხარდამჭერია. გამგეობაში ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს უარყოფენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა



14:46
10:52
10:31
10:29
15:35
















