ქუთაისში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა-2015 დაიწყო
ქუთაისში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა-2015 დაიწყო. ოლიმპიადაში ქუთაისის 38 საჯარო სკოლის 118 გუნდი მონაწილეობს. საზეიმო გახსნას აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარე და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. პირველი თამაში ვაჟებს შორის კალათბურთში გაიმართა. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მაისამდე გაგრძელდება. ფინალური თამაშების გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან სიგელებითა და მედლებით, ხოლო საუკეთესო შედეგების მქონე რეგიონს ოლიმპიადის თასი გადაეცემა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა



14:46
10:52
10:31
10:29
15:35
















