|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნაცემი პროკურორი - რა მოხდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში?!

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დასავლეთ საქართველოს ფინანსური პოლიციის ზედამხედველი პროკურორი დიმიტრი ჩაფიჩაძე ცემეს. აღნიშნული დაპირისპირება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ერთ-ერთი  საქმის განხილვისას მოხდა.

როგორც ,,ნიუპრესს“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთირთობის სამსახურის უფროსმა  ხათუნა ომანაძემ განუცხადა, შემთხვევა ორი კვირის წინ მოხდა. პროკურორ დიმიტრი ჩაფიჩაძეს თავს ბრალდებულის და დაესხა, თუმცა მანდატურების დროული ჩარევის შედეგად, თავდამსხმელი მაშინვე დააკავეს.

 ,,ხმაურის გამო მსჯავრდებულის დედა დარბაზიდან გაიყვანეს, სწორედ ამ დროს მსჯავრდებულის და თავს დაესხა პროკურორს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას. არანაირი გახმაურებული საქმე ეს არ ყოფილა, ეს იყო ერთ-ერთი რიგითი საქმე, სადაც განსასჯელს თანხის მითვისებას ედავებოდნენ“, - განაცხადა ომანაძემ.   მისი განცხადებით, ინციდენტის შედეგად  ავეჯი  არ დაზიანებულა,  სერიოზული ზიანი არც პროკურორს  მოუღია: ,,რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, თავდამსხმელმა პროკურორს დაზიანება სახის არეში მიაყენა,  ხელით ჩამოკაწრა. არანაირი ავეჯი  არ დაზიანებულა“, - განუცხადა "ნიუპრესს" ხათუნა ომანაძემ.

 აღნიშნულთან დაკავშირებით ,,ნიუპრესი“ შინაგან სამეთა საქმეთა სამინისტროს პრესცენტრსაც დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ  მომხდარზე გამოძიება  365-ე მუხლითაა დაწყებული, (მუქარა ან ძალადობა სამართალწარმოების განხორციელებასთან ან გამოძიებასთან დაკავშირებით). 

 

 

ავტორი: გიგა გელხვიიძე