|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შსს-მ უკანონო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

თბილისში 1991 წელს დაბადებული გიორგი ზ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის, ხოლო 1976 წელს დაბადებული ზურაბ ა. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდაში, გიორგი ზ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 1 მჭიდი ამოიღეს.

 გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული იარაღი ზურაბ ა-მ გიორგი ზ-ს შესანახად გადასცა. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება გიორგი ზ-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, ხოლო ზურაბ ა-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).

ავტორი: ნიუპრესი