ქუთაისის #2 ციხეში ამ წუთებში სავარაუდოდ მერაბიშვილი იმყოფება
ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმრების მშობლები აცხადებენ, რომ ამ წუთებში ქუთაისის ციხეში პრემიერ–მინისტრი ვანო მერაბიშვილი იმყოფება, რის გამოც, შვილების სანახავად ციხეში შესვლას ამ დრომდე გარეთ ელოდებიან.
"ჩემი შვილი კარცერში იმყოფებოდა 5 დღე. დღეს უმთავრდება იქ ყოფნის ვადა და დაგვპირდნენ რომ შეგვახვედრებენ. ახლა ჩემი ოჯახის წევრები ციხესთან არიან და ელოდებიან შიგნით შესვლას. მაგრამ, ამბობენ, რომ ციხეში ახლა ვანო მერაბიშვილია შესული," – ამბობს ერთ–ერთი პატიმრის მშობელი, რომლის სახელს და გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა



13:08
11:18
11:17
11:11
19:33
















