ნიკეას ქუჩის რეაბილიტაციისათვის 7 400 000 ლარი დაიხარჯება
ნიკეას ქუჩაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. აღნიშნულის შესახებ დღეს საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს. რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა ი 400 ათასი ლარით გაიზარდა. "ნიკეას ქუჩასთან დაკავშირებით დიდი პროექტი იწყება. გრანტი გაიზარდა 400 ათასი ლარით. საკმაოდ კარგი პროექტია, რომელიც ქალაქს ნამდვილად გამოადგება", - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა ყანჩელმა.
ნიკეას ქუჩის რეაბილიტაციისთვის აქამდე 7 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე მე-15 სხდომაზე სულ სამი საკითხი განიხილებოდა.
ავტორი: ანა ჯიქია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





12:11
12:45
17:29
11:27
10:32
















