სქოლიოზის მკურნალობის გზები
სქოლიოზი ხელხემლის სვეტის ლატერალური დევიაციია. ხერხემლის სამგანზომილებიანი დეფორმაციის ხარისხი შეიძლება იყოს მსუბუქი ან მძიმე. დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა ეფექტური მართვის გასაღებია.
სქოლიოზის ტიპები
სქოლიოზი იყოფა სხვადასხვა ტიპად, მიზეზისა და მანიფესტაციის ასაკის მიხედვით:
- იდიოპათიური სქოლიოზი: ყველაზე გავრცელებული ტიპია, რომელიც შეადგენს შემთხვევათა 80%-ს. მისი მიზეზები უცნობია. ის დამატებით კატეგორიზდება ასაკის მიხედვით: მოზარდთა იდიოპათიური სქოლიოზი (AIS) გვხვდება 10-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში, არასწრულწლოვანთა იდიოპათიური სქოლიოზი, რომელიც დამახასიათებელია 3 დან 9 წლამდე. ხოლო 3 წლამდე განვითარებული სქოლიოზის ტიპია - ჩვილთა იდიოპათიური სქოლიოზი.
- თანდაყოლილი სქოლიოზი: სქოლიოზის იშვიათი ტიპია, რომელიც ვლინდება დაბადებისას ერთი ან მეტი მალის დეფორმაციის გამო.
- ნეირომუსკულური სქოლიოზი: სქოლიოზის ეს ფორმა მეორადია, რომელიც გამოწვეულია ისეთი დაავადებებისგან,როგორიცაა ცერებრალური დამბლა, სპინა ბიფიდა ან კუნთოვანი დისტროფია.
იდიპათიური სქოლიოზის ზუსტი მიზეზი საიდუმლოდ რჩება, თუმცა ითვლება, რომ მის განვითარდებაში გენეტიკური კომპონენტი დიდ როლს თამაშობს. სხვა ტიპების შემთხვევაში, მიზეზი უშუალოდ ძირითად დაავადებასთანაა დაკავშირებული. სქოლიოზი გავრცელებულია მოსახლეობის 2-3% ში. გამრუდების მსუბუქი ფორმა მეტად ხშირია და ნაკლებად საჭიროებს მკურნალობას, მძიმე გამრუდებები (25-30 გრადუსზე მეტი) აუცილებლად საჭიროებს სწორ მართვას.
როგორ ვუმკურნალოთ სქოლიოზს
სქოლიოზის მკურნალობის ძირითადი მიზანი დაავადების პროგრესირების პრევენციაა და მასთან დაკავშირებული ტკივილის ან დისკომფორტის მოგვარება. მკურნალობის მიდგომა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, სქოლიოზის ტიპსა და გამრუდების სიმძიმეზე.
- დაკვირვება: მსუბუქი გამრუდებისას (20 გრადუსზე ნაკლები), ყველაზე გავრცელებული მიდგომა რეგულარული დაკვირვებაა. ეს მოიცავს სპეციალისტთან პერიოდულ შემოწმებას, რათა მუდმივად დავაკვირდეთ გამრუდების პროგრესირებას. თუ გამრუდება სტაბილური რჩება, შესაძლოა შემდგომი მკურნალობა საჭირო არ გახდეს.
- კორსეტი: ხერხემლის კორსეტი ძირითადად გამოიყენება ზომიერი გამრუდებებისას (25-დან 45 გრადუსამდე) ბავშვებსა და მოზარდებში. კორსეტის ტარება დღეში რამდენიმე საათია რეკომენდირებული და ის ხერხემალზე ზეწოლით ხელს უშლის გამრუდების გაუარესებას, მანამ, სანამ ძვალი ჯერ კიდევ ზრდისა და ჩამოყალიბების პროცესშია. ის არ არის განკუთვნილი უკვე არსებული გამრუდების გამოსასწორებლად, არამედ აჩარებს მდგომარეობის პროგრესირებას.
- ფიზიკური თერაპია და რეაბილიტაცია: რეაბილიტაცია მკურნალობის სასიცოცხლო ნაწილია. ფიზიკური თერაპიის პროგრამები, როგორიცაა შროტის მეთოდი, მიზნად ისახავს ხერხემლის ირგვლივი კუნთების გაძლიერებას, ხერხემლის მოქნილობის გაუმჯობესებას და პოზის დასწავლას, რათა დაეხმაროს პაციენტებს სიმპტომების მართვაში და საერთო ფუნქციონირების გაუმჯობესებაში.
- ქირურგია: მძიმე (ჩვეულებრივ, 45-50 გრადუსზე მეტი) ან მუდმივად პროგრესირებადი გამრუდებისას, ქირურგია მკურნალობის რეკომენდირებული ვარიანტია. ყველაზე გავრცელებული პროცედურა ხერხემლის ფიქსაციაა. ეს მიზნად ისახავს გამრუდების სამუდამოდ გამოსწორებას და მომავალში პროგრესირების თავიდან აცილებას.
- ტკივილის მართვა: მოზრდილთა დეგენერაციული სქოლიოზის შემთხვევაში, მკურნალობა ხშირად მიზნად ისახავს ტკივილის მართვას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ეს შეიძლება მოიცავდეს ფიზიკურ თერაპიას, ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებს, სტეროიდულ ინექციებს და ზოგიერთ მძიმე შემთხვევაში, ქირურგიას ნერვების დეკომპრესიისა და ხერხემლის სტაბილიზაციის მიზნით.
მნიშვნელოვანია, რომ სქოლიოზის სამკურნალოდ მიმართოთ პროფესიონალებს, რომლებიც ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრში დახვდებათ. აქ პაციენტს სთავაზობენ ინდივიდუალურად მორგებულ სარეაბილიტაციო პროგრამებს, თანამედროვე მეთოდებსა და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტების ზედამხედველობას. სწორი დიაგნოსტიკა, ეტაპობრივი თერაპია და მუდმივი მონიტორინგი მნიშვნელოვნად ზრდის მკურნალობის ეფექტურობას და ეხმარება პაციენტს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.
ავტორი:






















