ქუთაისმა საარბრიუკენი დაამარცხა
ქუთაისის სპორტის სასახლეში ხელბურთში საქართველოს ბრინჯაოს პრიზიორმა ,,ქუთაისმა" გერმანულ ,,ტბს საარბრიუკენთან" საერთაშორისოამხანაგური შეხვედრა გამართა და მეტოქე 32:25 დაამარცხა. საარბრიუკენის ხელბურთელთა კლუბი საქართველოში ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მოწვევით ჩამოვიდა.
გუნდებმა შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში დაიწყეს. ანგარიში უჩა კობახიძემ გახსნა, რასაც გერმანელთა მხრიდან გიორგი ნუკრაძემ უპასუხა. კარგად იათამაშა ქუთაისელთა მეკარე კორნელი ანდრიაძემ, რომელმაც მარკუს დიერის ახლო მანძილიდან გასროლილი ბურთი მოიგერია. პირველი ტაიმი,ქუთაისელებმა 13:11 მოიგეს. მატჩის მეორე ნახევარი ,,ქუთაისის" სრული უპირატესობით წარიმართა. საბოლოო ანგარიში – 32:25 ქუთაისის გამარჯვებით დასრულდა.
,,საინტერესო შეხვედრა გამოდგა, სამწუხაროდ, ტრავმების გამო ბევრი წამყვანი მოთამაშე გამოგვეთიშა, ძირითადად, ახალგაზრდების იმედად ვიყავით და მარცხის ერთ–ერთი მიზეზი ეს იყო. ვულოცავთ ქუთაისურ გუნდს დამსახურებულ გამარჯვებას, კარგი, მებრძოლი გუნდი გყავთ, თუმცა საპასუხო შეხვედრაში წამყვანი ხელბურთელები დაგვემატებიან და რევანშის აღებას შევეცდებით." –აღნიშნა ,,საარბრიუკენის" მთავარმა მწვრთნელმა ლუდვიგ ვოლცმა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





15:07
12:11
12:45
17:29
11:27
















