|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რეზო ჩხეიძის სახლზე მემორიალური დაფა განთავსდება


ქუთაისში,  ხახანაშვილის ქუჩაზე, სადაც (1934-1937წწ.) მამასთან, მწერალ დია ჩიანელთან (დავით ჩხეიძე) ერთად ცხოვრობდა ცნობილი ქართველი რეჟისორი რეზო ჩხეიძე, მემორიალური დაფა გაიხსნებამოგვიანებით კი ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში რეზო ჩხეიძის წიგნის პრეზენტაცია-გაყიდვა მოეწყობა. წიგნს თან ახლავს ფილმის ,,ჯარისკაცის მამა' კომპაქტ დისკი (ფერადი ვერსია). წიგნის გაყიდვიდან შემოსული თანხა რეზო ჩხეიძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას მოხმარდება. მოეწყობა აგრეთვე რეზო ჩხეიძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტო გამოფენა და ფილმის პრეზენტაცია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი