საარჩევნო სისტემა იცვლება
2016 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი შერეული სისტემით. თუმცა, მაჟორიტარული ოლქების ამომრჩეველთა რაოდენობას შორის დღეს არსებული დისბალანსი შემცირდება და დაწესდება 50%-იანი ბარიერი, - ამის შესახებ გუშინ, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი არჩევნები კი პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება.
მოქმედი კანონმდებლობით მაჟორიტარულ არჩევნებზე 30 პროცენტიანი ბარიერია დაწესებული.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





18:25
15:07
12:11
12:45
17:29
















