|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლადო ასათიანის ხსოვნის საღამო ქუთაისში (ვიდეო)


ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში ხელოვნებისinitial; background-clip: initial; background-position: initial; background-repeat: initial;" lang="GEO/KAT"> ფესტივალის "ქართული სულის"  ფარგლებში ღონისძიება გაიმართა, რომელიც ქართველი პოეტის ლადო ასათიანის ხსოვნას მიეძღვნა. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა პოეტის შემოქმედება გაიხსენეს, წაიკითხეს მისი ლექსები და შეასრულეს მის ლექსებზე შექმნილი სიმღერები შეასრულეს

საღამოში მონაწილეობდნენ ანსამბლი "ქართული ხმები" –იმერეთის გუბერნატორ გივი ჭიჭინაძესთან ერთად, ტრიო "სიმი", თემურ წიკლაური, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, პროფესორი ვალერი ასათიანი,  პროფესორი ელდარ ნადირაძე და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი.

 კონცერტს ჟურნალისტი თამაზ ტყემალაძე უძღვებოდა.

დღესვე ფესტივალის  ფარგლებში როინ მეტრეველი, თემურ წიკლაური და გომარ სიხარულიძე  სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ.

პროფესორმა ავთანდილ ნოკოლეიშვილმა გამოთქვა სურვილი პოეტის ნეშტის მთაწმინდის პანთეონში გადასვენების.

ლადო ასათიანი 1917 წელს ქუთაისში დაიბადა. სწავლობდა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში. პოეტი 26 წლის ასაკში ტუბერკულიოზით გარდაიცვალა.

ფესტივალის ფარგლებში თბილისში მხატვარ ქეთევან მატაბელის პერსონალური გამოფენა გაიმართა, გამოვლინდნენ გამარჯვებულები გაბრიელ ჯაბუშანაურის სახელობის ლიტერატურული პრემიის, ასევე 20 ივნისს კახური სიმღერების ფესტივალი  გაიმართება.




ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი ანა ჯიქია