„იმერეთში სტიქიური ნაგავსაყრელების პრობლემა ნაკლებად არის“
პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო–საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების" ფარგლებში იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს მყარი ნარჩენების მართვის საკითხებზე ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილებაზე ინფორმაცია მიეწოდათ.
ასევე საქართველოს მასშტაბით ბუნების მკვლევართა კავშირის "ორქისის" მიერ ჩატარებული კვლევის გაცნობა მოხდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სტიქიური ნაგავსაყრელების გავლენა მიმდებარე ტერიტორიების ეკოსისტემის მდგომარეობაზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.
ქიმიის მეცნირებათა დოქტორის, გარემოს მონიტორინგის ექსპერტის ნუგზარ ბუაჩიძის განცხადებით, სტიქიური ნაგავსაყრელების პრობლემა გაცილებით მწვავედ აღმოსავლეთ საქართველოშია. დასავლეთში, კონკრეტულად კი, იმერეთსა და სამეგრელოში შედარებით დამაკმაყოფილებელი ვითარებაა. მისივე განცხადებით, პროექტის ფარგლებში კვევა თბილისის შემოაგრენშიც ჰქონდათ ჩატარებული, სადაც გამოკვეთილი იყო, რომ მდინარე ვერეს პრობლემებს სტიქიური ნაგავსაყრელები უქმნიდა, რაც მომხდარი უბედური შემთხვევის ერთ–ერთი მიზეზი გახდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი