|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბავშვებით ვაჭრობის ფაქტზე სამშობიარო სახლის თანამშრომლები დააკავეს


ბავშვებით ვაჭრობის ფაქტზე “რუსთავის სამშობიარო სახლის“  თანამშრომლები დააკავეს.  დაკავებულია სამშობიარო სახლის გენერალური დირექტორი  ალექსანდრე ბარავკოვი, მისი მოადგილე კონსტანტინე მანჯავიძე დაახალი სამშობიარო ცენტრისერთ-ერთი  დამფუძნებელი, მზია უგრეხელიძე. ასევე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა დანაშაულში მონაწილე 6 ადამიანი. ბრალდებულები სამშობიაროში კონსულტაციაზე მისულ ფეხმძიმე ქალბატონებს თანხის სანაცვლოდ ახალშობილი ბავშვის მიტოვებას სთავაზობდნენ. გამოვლენილია ჩვილი ბავშვებით ვაჭრობის ორი ფაქტი, რა დროსაც ბრალდებულებმა ერთ შემთხვევაში აიღეს 3 000 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში 5 000 დოლარი. გამოძიება გრძელდება

ავტორი: ანა ჯიქია