|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

“უხილავი ძალაუფლების პოლიტიკა "

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)”   ახალი კვლევა “უხილავი ძალაუფლების პოლიტიკა - სამართალდამცავი სისტემის ანალიზი ” წარმოადგინა. 

კვლევა სამართალდამცავი სისტემის ფართომასშტაბიან ანალიზს წარმოადგენს. დოკუმენტში განხილულია ყველა ძირითადი ინსტიტუციური ხარვეზი, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას და სასჯელაღსრულების სისტემას აქვს. 

როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, "პროკურატურისა და შსს-ის ორგანოების ძირითადი გამოწვევა სისტემის პოლიტიზირების მაღალი რისკებია. კერძოდ, სისტემა არ არის დაზღვეული პოლიტიკური გავლენებისგან და დაბალია შესაბამისი სამსახურების დამოუკიდებლობის ხარისხი. შსს-ის ხელში თავმოყრილია ჭარბი ძალაუფლება, შესაბამისი კონტროლისა და დაბალანსების მექანიზმების გარეშე. ეს ზრდის თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს. მზარდი საპოლიციო ფუნქციები,  დანაშაულის პრევენციის ღონისძიებები, ქმნის მათი არამართლზომიერი გამოყენების და ინდივიდუალური თავისუფლების თვითნებური და არაპროპორციული შეზღუდვის საფრთხეს".

 

კვლევის ავტორების რეკომენდაციის თანახმად, საჭიროა საგამოძიებო სისტემის დახვეწა, ასევე გასაძლიერებელია სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულების მექანიზმები.

 
კვლევა მომზადდა ფონდი “ღია საზოგადოება - საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე