|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ტორპედოს“ ბაზაზე ენერგოეფექტური გათბობის სისტემა დამონტაჟდება


ქუთაისში მდგრადი ენერგეტიკის დღე ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ასევე "ტორპედოს" საწვრთნელ ბაზაზე  კლუბის მოთამაშეებისა და ახალგაზრდების სამოყვარულო მატჩი გაიმართა. დღესვე „ტორპედოს“ საწვრთნელ ბაზაზე ეკოეფექტური სისტემის დამონტაჟება  დაიწყო.

„ტორპედოს საწვრთნელ ბაზაზე დამონატჟდება რიგი სუფთა ენერგეტიკის ტექნოლოგიებისა, რაც საშუალებას მისცემს ქუთაისის ტორპედოს დაქალაქს შეამციროს საკუთარი ენერგო გადასახადები.  დღეს დავაანონსეთ ამ პროექტის დაწყება, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაბალემისიური განვითარების პროექტის ფარგელბსში“, - განაცხადა ენერგოეფექტურობის ცენტრის მერების შეთანხმენბის ადგილობრივმა წარმომადგენელმა გიორგი აბულაშვილმა.

ქუთაისი ევროკავშირის  მერების შეთანხმების წევრი ქალაქია. „მერების შეთანხმება არის ევროკავშირის ფართომასშტაბიანი ინიციატივა. იგი აერთიანებს ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობებს, რომლებიც ნებაყოფლობით იღებენ ვალდებულებას, გაზარდონ ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება მათ დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიებზე.  შეთანხმების ხელმომწერები მიზნად ისახავენ 2020 წლისათვის შეამცირონ CO2-ის ემისიები მინიმუმ 20%-ით და ამით თავიანთი წვლილი შეიტანონ მწვანე ეკოლოგიურად ორიენტირებული ეკონომიკის განვითარებასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის. ერთ-ერთი პროექტი, რომელიც განხორციელდება ესაა „ტორპედოს“ ბაზაზე ენრგოეფექტური გათბობის მოწყობა. ამას გარდა, ბრიუსელთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და გავქვს ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა ქალაქის ეკოგანათების დამონტაჟება, ასევე გამწვანების სპეციალურო სისტემის შექმნდა და სხვა“, - განაცხადა ქუთაისის ვიცე-მერმა კოტე ქავთარაძემ.


პროქეტი 3 კვირაში უნდა დასრულდეს. ტექნიკის დამონტაჟება და ფუნქციობნირება სრულად მომდევნო წლისთვის იგეგმება. 

ავტორი: ანა ჯიქია