ბანკებმა სტიქით დაზარალებულებს, შესაძლოა, სესხები აპატიონ
ბანკებმა, შესაძლოა, სტიქით დაზარალებულებს სესხები აპატიონ. საბოლოო გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ბანკები ფინანსებს სრულად დაითვლიან. არსებული ინფორმაციით, სესხების პატიება სამომხმარებლო სესხებზე გავრცელდება. სტიქიის დროს დაზარალებულთა დახმარების საკითხებზე მთავრობის კანცელარიაში იმსჯელეს, სადაც ბიზნესმენებს ბიზნესომბუდსმენი შეხვდა. "ბანკებს აქვთ სურვილი, განიხილონ გარკვეული შეღავათები, მათ შორის, შესაძლოა, დაზარალებულ პირთათვის სესხების პატიება სამომხმარებლო ნაწილში, თუმცა ეს მათი გადაწყვეტილება იქნება და ამ გადაწყვეტილებაზე უახლოეს მომავალში თავად იტყვიან", -განაცხადა ჟურნალისტებს თბილისის ვიცე მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
VTB- ბანკმა სტიქიით დაზარალებულთათვის 200 ათასი ლარი გამოყო, როგორც ბანკში აცხადებენ, ეს გასული წლის მათი მოგების 1%-ია.
თბილისის ვიცე მერი და ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია საბანკო სექტორის წარმომადგენლებს მთავრობის კანცელარიაში შეხვდნენ.
ავტორი: ანა ჯიქია





18:25
15:07
12:11
12:45
17:29
















