|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ყოფილი პრემიერი თანხების გამოსაყოფად მზადყოფნას აცხადებს

ბიძინა ივანიშვილი სტიქიის  შედეგების სალიკვიდაციოდ თანხების გამოსაყოფად მზადყოფნას აცხადებს.  ამბობს, რომ მზადაა  გამოყოს ის თანხა,  რომლის მოძიებასაც სახელმწიფო ვერ მოახერხებს. 

"ვესაუბრე ფინანსთა მინისტრს, მაინტერესებდა, როგორ აქვს ფინანსური მიმართულებით საქმე, არ არის  სახარბიელო მდგომარეობა. ყველამ თავის საქმე უნდა გააკეთოს, ეს მთავრობის საქმეა, რესურსების მოძიება და ისინი ამას აქტიურად ცდილობენ, რასაც ვერ შეძლებენ, ჩათვალეთ, რომ ჩემი სახით დაზღვევა აქვთ და ყველა თანხა გააჩნიათ," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ჯერჯერობით სტიქიისაგან მიყენებული ზარალის ფინანსური მხარე  დაზუსტებული არაა.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ბიზნესმენს თუ კერძო პირს, ვინც თანხები გადარიცხა სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად. ეს თანხა, ივანიშვილის ინფორმაციით, 5 მილიონზე მეტს შეადგენს.

ავტორი: ნიუპრესი