ოლიმპიურ ცეცხლს ქუთაისი მოკრძალებულად ხვდება
23 ივნისს ქუთაისში ოლიმპიური ცეცხლი შემოვა. ამ დღეს მხოლოდ
ცეცხლის დანთების ცერემონიალი გაიმართება. ადგილობრივი თვითმმართველობის
გადაწყვეტილებით, თბილისში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო ყველა სხვა გასართობი ღონისძიება გაუქმდა.
"მხოლოდ ცეცხლის ანთების ცერემონიალი გაიმართება. ღონისძიება დავით აღმაშენებლის სახელობის მოედანზე მოეწყობა. ოლიმპიურ ცეცხლს ადგილობრივი სპორტსმენები, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონები აანთებენ. ამასთან ერთად 13 ივნისის სტიქიური მოვლენების დროს დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივს მივაგებთ“,–განაცხადა იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა რეზო რობაქიძემ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





18:25
15:07
12:11
12:45
17:29
















