"კაბელების საქმეზე" ბრალდებულები გაათავისუფლეს
ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულები სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით დაკავებულები ნუგზარ კაიშაური, გიზო ღლონტი, დავით წიფურია, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე იყვნენ. ისინი თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს გარეშე, დეპუტატების ნინო გოგუაძის, ირაკლი ჩიქოვანის, ზურაბ აბაშიძის, ვიქტორ დოლიძის, შალვა შავგულიძის პირადი თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა.
პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა. ბრალდების მხარის განცხადებით, 2015 წლის 28 ივლისს საქმეზე იწურება ბრალდებულების მიმართ შეფარდებული პატიმრობის 9-თვიანი ვადა, ხოლო საქმეზე ჯერ კიდევ დამთავრებული არ არის წინასასამართლო განხილვები. ასევე, დასრულებულია მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის განხილვის ეტაპი, შესაბამისად, ბრალდებულების მხრიდან მოწმეებზე გავლენის მოხდენის და მტკიცებულებების განადგურების რისკები შემცირებულია.
მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ოვაციებით შეხვდნენ.
გათავისუფლებულებს პირადად მიულოცა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.
ავტორი: ნიუპრესი





18:25
15:07
12:11
12:45
17:29
















