|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელმა სპორტსმენმა ბაქოში ვერცხლის მედალი მოიპოვა


ქუთაისელმა სპორტსმენებმა ბაქოში წარმატებით იასპარეზეს. ლაშა ფხაკაძემ ხათუნა ნარიმანიძესთან შერეულ წყვილში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ისინი მშვილდოსნობაში გამოდიოდნენ.
ფხაკაძისა და ხათუნა ნარიმანიძის გუნდი ფინალში იტალიელ მეტოქეებს შეხვდა და დაძაბულ შეხვედრაში 3:5 დამარცხდა.
 ფხაკაძე-ნარიმანიძის წყვილმა ქართულ დელეგაციას ბაქოში პირველი მედლები მოუტანა.

ავტორი: ანა ჯიქია