საქართველოში დემოკრატიის დონე 4,64 ქულით შეფასდა
7-ქულიანი შკალიდან, სადაც 1 ქულა
საუკეთესო მაჩვენებელია, ხოლო 7 - ავტორიტარიზმის
ნიშანი, საქართველოში დემოკრატიის დონე 4,64 ქულით
შეფასდა. უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House ანგარიშს:"სახელმწიფოები
გარდამავალ პერიოდში 2015"
აქვეყნებს. ანგარიში აღმოსავლეთ ევროპის, პოსტსაბჭოთა სივრცისა და ბალკანეთის 29 ქვეყანას და მოიცავს 2014 წლის
მონაცემებს ეხება. დემოკრატიის
კუთხით გაუმჯობესება ევრაზიის რეგიონში მხოლოდ ორ ქვეყანაში აღინიშნა - ეს იყო საქართველო, სადაც
2014 წელს პირველად ჩატარდა მერის პირდაპირი წესით არჩევნები და ასევე უკრაინა - ნათქვამია ანგარიშში.
კვლევის მიხედვით, საქართველო
ამ მაჩვენებლით ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნებს შორის მოხვდა. აქვე მოხვდნენ
მოხვდნენ
მაკედონია, ალბანეთი,
ბოსნია და ჰერცოგოვინა, უკრაინა
და მოლდოვა.
სრულად
დემოკრატიული ქვეყნების რეიტინგულ სიაში
მოხვდნენ სლოვენია, ესტონეთი, ლატვია,
ჩეხეთი, პოლონეთი,
ლიტვა და სლოვაკეთი. ანგარიშის მიხედვით, ყველაზე ავტორიტარული რეჟიმის ქვეყანები: ტაჯიკეთი, რუსეთი,
ყაზახეთი, ბელორუსი,
აზერბაიჯანი, თურქმენეთი
და უზბეკეთი არიან.
ანგარიშის
ავტორები აღნიშნავენ, რომ ყველაზე დიდ შეშფოთებასევრაზიაში
მიმდინარე ნეგატიური პროცესები იწვევს. Freedom House-ის
ანგარიში 2014 წლის 1-დან
31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
ავტორი: ანა ჯიქია





18:25
15:07
12:11
12:45
17:29
















