ოდესის პროკურორად ზურაბ ადეიშვილი დაინიშნა
ოდესის ოლქის პროკურორად საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ზურაბ ადეიშვილი საქართველოს იუსტიციის მინისტრის პოსტს 2008-2012 წლებში იკავებდა. საქართველოში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მასზე საერთაშორისო ძებნაც გამოცხადდა. თუმცა, მოგვიანებით ინტერპოლმა იგი ძებნილთა სიიდან ამოიღო.
ადეიშვილი რამდენიმე თვის წინ უკრაინის ახალმა მთავრობამ ანტიკორუფციული ბიუროსა და გენერალური პროკურატურის მრჩევლად დანიშნა.
ოდესის ოლქის გუბერნატორად სააქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. ცოტა ხნის წინ კი ოდესის ოლქის მილიციის უფროსად ასევე ყოფილი ქართველი მაღალჩინოსანი გია ლორთქიფანიძე დაინიშნა. ამდროისათვის უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე რამდენიმე ქართველი იმყოფება: ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი, შს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე და
გენპროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე.
ავტორი: ირინა მაკარიძე





18:25
15:07
12:11
12:45
17:29
















