ქონებრივი დეკლარაციის არასწორად შევსების ფაქტებს არავინ იძიებს
როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ,
ქვემო ქართლისა და იმერეთის გუბერნატორების
მიერ არასწორად შევსებული დეკლარაციის გამო არცერთი უწყება არ დაინტერესებულა, რის
გამოც "გამჭვირვალობამ" თავად მიმართა შსს ანტიკორუფციული სააგენტოს.
„მიუხედავად იმისა, რომ კვლევაში და შსს-სთვის გაგზავნილ წერილში საუბარი იყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონების დარღვევაზე, უწყებიდან პასუხად მიღებულ წერილში მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 355–ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებაზე, ინფორმაციის განზრახ არმითითებაზეა საუბარი. ანტიკორუფციული სააგენტოს განმარტებით, მოყვანილ შემთხვევებში არ დადასტურდა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არასრული ან არასწორი მონაცემის განზრახ შეტანის ფაქტი. რაც შეეხება სტატისტიკას, შსს-ს ინფორმაციით, ანტიკორუფციულ სააგენტოს საქართველოს სსკ-ის 355-ე მუხლით გამოძიება არ დაუწყია.
შსს-ს პასუხიდან ვასკვნით, რომ ამ ტიპის სამართალდარღვევებზე რეაგირებას შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო საკუთარ მოვალეობად არ განიხილავს. შესაბამისად, უცნობია, რომელ ორგანოს ევალება ამ შემთხვევაში კანონის აღსრულების უზრუნველყოფა და მის დარღვევაზე შესაბამისი რეაგირების მოხდენა“,–ნათქვამია
ორგანიზაციის განცხადებაში.
გუბერნატორების მიერ ქონებრივ დეკლარაციებში არასრულყოფილად მითითებული ინფორმაცია არ შესწორებულა. როგორც საჯარო სამსახურის ბიუროში აცხადებენ, მათ კანონი ამ ვალდებულებას არ აკისრებს და შესაბამისად, ქონებრივ დეკლარაციაში ცვლილების შეტანის არც ტექნიკური შესაძლებლობა არსებობს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





18:25
15:07
12:11
12:45
17:29
















