„ლეჩხუმში ვაშლის ლპობის მიზეზით საწარმოს ხსნიან“
„ქართული ოცნების"
ქუთაისის ორგანიზაციის ინიციატივას არასამთავრობო ორგანიზაცია ევროპა ჩვენი სახლიას“
დამფუძნებელი ეხმიანება. გია გოქაძის განცხადებით, ხეხილის გადარჩენის მოტივით 700 000
დოლარიანი მრავალწახნაგოვანი ააიპის შექმნას ითხოვენ.
„იფიქრეს ბევრი, თუ ცოტაც და მოიფიქრეს, რომ ქუთაისში არაფერმა არ გაიხარა-პარლამენტი, მთავრობის სახლი, სემეკი, უნივერსიტეტების რაღაც "ბუკეტი" და გადაწყვიტეს ფულის შოვნა. თან, არც მეტი და არც ნაკლები 700 000 აშშ დოლარი (არა კანადური, ან ავსტრალიური). ეკონომიკის ამაღლების მიზნით მრავალწახვაგოვანი ააიპ-ის შექმნა 30 საშტატო ერთეულით. მიზეზი ფრიად ამაღელებელი-ლეჩხუმის ვაშლი ლპება" , -აღნიშნავს გოქაძე. ის ქუთაისის საკრებულოს მიმართავს და ამ ინიციატივაზე უარის თქმისაკენ მოუწოდებს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





18:25
15:07
12:11
12:45
17:29
















