ოლიმპიური ცეცხლი ქუთაისშია
ოლიმპიური ცეცხლი ქუთაისშია. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, მესხიშვილის თეატრთან ოლიმპიური ცეცხლი 19.00 საათზე აინთო. ოლიმპიური ჩირაღდანი ქართველი მოჭიდავემ, სპორტის დამსახურებული ოსტატმა, მსოფლიო ჩემპიონმა თემურ აფზავამ ააანთო.
ცერემონიას ქალაქის მერი შოთა მურღულია, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
თბილისში განვითარებული მოვლენების გამო ცერემონიამ საზეიმო ღონისძიებების გარეშე ჩაიარა.
"ჩვენ გრანდიოზული ღონისძებები გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ეს ღონისძებები გაუქმდა. ჩატარდა მხოლოდ ცეცხლის ანთების ცერემონიალი. ოლიმპიურ ცეცხლს ქალაქი ღირსეულად ხვდება", - განაცხადა შოთა მურღულიამ. 
ავტორი: ანა ჯიქია





18:25
15:07
12:11
12:45
17:29
















