ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზა დროებით ჩაკეტილია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეჩერებულია. გზის 88-ე კმ-დან 8 ადგილზე წვიმების შედეგად, გზის სავალ ნაწილზე მოხვედრილია მდინარის გამონატანები. ასევე, ამავე გზის 92-ე კმ-ზე ჩამოსულია მეწყერი და 99-ე კმ-ზე გზის სავალ ნაწილზე მოხვედრილია მდინარის გამონატანები. ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთებზე, მოძრაობა ჩაკეტილია. გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და საავტომობილო მოძრაობა სავარაუდოდ დღის ბოლოსთვის აღდგება.
ავტორი: ანა ჯიქია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა


16:48
17:26
21:51
11:34
15:17
















