იმერეთში ტურისტთა რაოდენობა გაიზარდა
ქუთაისში ტურიზმის განვითარების მხრივ წინსვლა შეინიშნება. ამასთან დაკავშირებით პრეზენტაცია სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა. წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, 2014 წელს 5 თვეში იმერეთში 9318 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2015 წლის ამავე პერიოდში გაცილებით მეტი- 29562.
მხარის ვიცე გუბერნატორის იოსებ ხახალეიშვილის მოთხოვნით, ტურისტებისათვის ქართულ და უცხოურ ენებზე იმერეთში არსებული ტურისტული ობიექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია საიტზე განთავსდება.
ტურისტები, ძირითადად, ისრაელიდან, უკრაინიდან და პოლონეთიდან ჩამოდიან.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა


16:48
17:26
21:51
11:34
15:17
















