ქუთაისში ბაზრის მოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს
გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეებმა, დღეს, მერიის წინ აქცია გამართეს. მოვაჭრეებმა
საავტომობილო გზა გადაკეტეს.
„გაუნათლებელმა" ხალხმა უნდა მივუთითოთ მერიას, რომ ქალაქი მოაწესრიგოს?
ტროტუარზე გავლის საშუალებას არ გვაძლევენ გარემოვაჭრები, ავტობუსი კინაღამ
დაგვეტაკა. სიბინძურეს და ანტისანიტარიას ქმნიან. ბაზარი ცარიელია, შემოვიდნენ შიგნით,
ნორმალურად, დახლებთან დადგნენ, ჩვენც გვეყოლება კლიენტი და იმათაც. პური ხომ უნდა
ვიყიდოთ, არ ვართ ცოდვები? კიდევ დაგვცინიან ისინი",-განაცხადა ცენტრალური ბაზრის მოვაჭრემ, ირა გუმბერიძემ.
მოვაჭრეებთან
საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატი ბესო ბრეგაძე
გამოჩნდა. მისი თქმით, თვითმმართველობამ უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული
ბერკეტები და პრობლემა გადაჭრას.
აქციის მონაწილეებს საკრებულო დეპუტატი უმრავლესობიდან, გია ქობალიანიც ესაუბრა. მან შეკრებილ მოქალაქეებს, როგორც „როგორც ქუთაისლებს ჩვევიათ, საკითხის იმგვარი გადაწყვეტა" შესთავაზა: "მოდით, მოვძებნოთ ოქროს შუალედი, რომ არც ერთი მხარე არ დაზარალდეს, როგორც ქუთაისლებმა, ისე გადავწყვიტოთ ეს საკითხი", -განაცხადა მან.
აქციის მონაწილეებთან სასაუბროდ მერიიდან არავინ გამოსულა. როგორც მოვაჭრეები აღნიშნავდნენ, მერიაში მათი წარმომადგენლები მიიღეს, თუმცა მათთვის სასიკეთო პასუხი არ მიუღიათ.
„მერიიდან დადებითი პასუხი არ მიგვიღია, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს“,-განუცხადა ჟურნალისტებს ბაზრის მოვაჭრე მაყვალა ტაბატაძემ.
ავტორი: ირინა მაკარიძე





18:25
15:07
12:11
12:45
17:29
















