|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შსს ქუთაისში რეიდების ჩატარებას გეგმავს

ქუთაისის მერიის წინ მოვაჭრეების მიერ გამართული აქცია საპატრულო პოლიციამ დაშალა. „მწვანე ბაზრის“ თანამშრომლებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს და გარევაჭრობის გაუქმება მოითხოვეს. მოვაჭრეების წარმომადგენლებს ქალაქის მერი შოთა მურღულია და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ბექა ჭეიშვილი შეხვდნენ.  მათი განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა თვითმმართველობას დაჯარიმების და ნივთების ჩამორთმევის უფლება არ აქვთ.

„ჩვენი სამსახური ყოველდღიურ მონიტორინგს ატარებს, მაგრამ კანონის მიხედვით, ჩვენ არ გვაქვს ჩამორთმევის და დაჯარიმების უფლება. შემოვიფარგლებით მხოლოდ თხოვნით, რომ ბაზარში შევიდნენ. რაც შეეხება მათ დაჯარიმებას, ეს ეკუთვნის შსს-ს. ჩვენ ამ დღეებში ერთობლივად ჩავატარებთ რეიდებს და ვეცდებით, რომ ქალაქი გარემოვაჭრეებისგან გავწმინდოთ“,– განაცხადა მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ბექა ჭეიშვილმა.

                                                                                                                                                                       

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი