მერია წიგნის დასაბეჭდად მორიგ ტენდერს აცხადებს
ქუთაისის მერია წიგნების ბეჭდვის სახელმწიფო შესყიდვას აგრძელებს. ამჯერად
პოეტის, ნინო გვენცაძის კრებულის „წიგნი გზა სიკეთისა“ დასაბეჭდად 1120 ლარიან ტენდერს აცხადებს. მიმწოდებელი ვალდებულია
192 გვერდიანი კრებულის 400 ცალი ეგზემპლარი მიაწოდოს შემსყიდველს.
აღნიშნული პოეტის, ნინო გვენცაძის შემოქმედება ქუთაისში ნაკლებად ცნობილია. თუ რა კრიტერიუმებით მოხდა მისი შერჩევა, ამის შესახებ ქუთაისის მერიის კომენტარს "ნიუპრესი" მოგვიანებით მოგაწვდით.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





18:25
15:07
12:11
12:45
17:29
















