|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შშმ ბავშვთა დღის ცენტრის "ჯადოსნური სამყარო" პრეზენტაცია გაიმართა

ქუთაისში შშმ ბავშვთა დღის ცენტრის "ჯადოსნური სამყარო" პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ქალაქის მერი, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურეობის სააგენტოს წარმომადგენლები და ქველმოქმედი ადამიანები დაესწრნენ.
შშმ ბავშვთა ცენტრს ადმინისტრირებას  სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი უწევს. "თითოეული ბავშვისთვის მზადდება ინდივიდუალური განვითარების გეგმა. ისინი უზრუნველყოფილი არიან ორჯერადი კვებით. ჩართულები არიან ინტეგრირებულ, განმავითარებელ საგანმანათლებლო პროგრამებში. ამჟამად, დღის ცენტრი 23 ბენეფიციარს ემსახურება",- განცხადა განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ხემძღვანელმა ლია კილაძემ.
დღის ცენტრი ბავშვებს ახალ პროგრამას  "მეზღაპრე ერთი დღით"
სთავაზობს.
პირველად ზღაპარი ბავშვებს ქუთაისის მერმა წაუკითხა. შოთა მურღულია აღნიშნულ პროგრამას დადებითად აფასებს: "შშმ პირებზე ზრუნვა ნებისმიერი მოქალაქის ვალდებულებაა. უნდა მოვახდინოთ მათი ადაპტირება და ჩართვა ცხოვრებაში. ქალაქის მერიამ გადაწყვიტა შენობისთვის ფუნქცია მიეცა. ჩვენ კიდევ ვგეგმავთ პროექტების განსახორციელებლად"; - განაცხადა შოთა მურღულიამ. ზღაპრის ოთახი ოთხმა მხატვარმა მოხატა. "ოთხმა მხატვარმა ვიმუშავეთ. "სამი გოჭი" ; "ტომი და ჯერი" და სხვა პერსონაჟები კომპოზიციურად გავაერთიანეთ. ვფიქრობ, ბავშვებს მოეწონებათ და მათ სიხარულს მივანიჭებთ",- აღნიშნა მხატვარმა გიორგი გამთენაძემ.
დღის ცენტრში ყოველ ხუთშაბათს მეზღაპრეები ცნობილი ადამიანები იქნებიან.

ავტორი: ანა ჯიქია