|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი პოლონეთიდან შემოდის

იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და პოლონეთის, პომორსკის სავოედოვოს მარშალმა,  პიოტრ ცოვბესკიმ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს. ხელშეკრულება ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. აქცენტები სოციალურ, ეკონომიკის, განათლების და ტურისმის სფეროებზე გაკეთდა. ხელშეკრულების ფარგლებში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.

როგორც მხარის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ აღნიშნა, ორ მხარეს შორის თანამშრომლობა იმერეთს ბევრ სიკეთეს მოუტანს. მოხდება ინვესტორების მოზიდვა და ეკონომიკური პოტენციალის ამაღლება. შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი პოლონეთიდან ჩამოდის.

პიოტრ ცოვბესკის განცხადებით, ქუთაისი მათთვის მნიშვნელოვანი ქალაქია, რადგან პოლონეთის პირველი პრეზიდენტი ქუთაისიდან იყო. ვლადისლავ რაჩკევიჩი, რომელიც ქუთაისში 1885 წელს დაიბადა, 1939-1947 პოლონეთს ედგა სათავეში.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი