|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელ მდივნად სერგო რატიანი აირჩიეს

 დასრულდა აღმასრულებელი მდივნის არჩევნები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში. ამ პოსტზე ორი კანდიდატი სერგო რატიანი და გიორგი ვაშაძე იყრიდნენ კენჭს. პარტიის პოლიტსაბჭომ ხმათა უმრავლესობით სერგო რატიანი აირჩია, მას მხარი 28 წევრმა დაუჭირა, გიორგი ვაშაძეს კი 25-მა.

აღმასრულებელი მდივნის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პარტიის რიგები ზურა ჯაფარიძემ დატოვა, რომელიც ამ თანამდებობას იკავებდა.  ჯაფარიძესთან ერთად, პარტიიდან წასულმა გოგა ხაჩიძემ, პავლე კუბლაშვილმა და გიორგი მელაძემ ახალი პოლიტიკური ცენტრი შექმნეს.

 

ავტორი: ნიუპრესი