|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უპატრონო ცხოველთა ბედი კვლავ გაურკვეველია

ქუთაისში უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების პრობლემა, მოსახლეობისთვისაც და ცხოველებისთვისაც პრობლემად რჩება. მერიის მიერ თებერვალში გამოცხადებული ექვს თვიანი ტენდერი ივლისის  ბოლოს სრულდება. 64 000 ლარიანი ტენდერი  სამ დღეში გამოცხადდა და გამარჯვებული „უნივერს ჯგუფი“ გამოვლინდა, რომელსაც ქალაქში მყოფი ცხოველების  მეთვალყურეობა ევალებოდა. თავშესაფარში არასათანადო პირობების გამო ცხოველებს კვალავ ქუჩაში აბრუნებენ, მათ მხოლოდ ვაქციანაცია უტარდებათ. რაც მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი ხდება. ადგილობრივების თქმით, ცხოველებისთვის ე.წ. ბირკის გაკეთება საკმარისი არ არის, რადგან მშიერი ცხოველები კვალავ საფრთხეს წარმოადგენენ და ზაფხულში სხვადასხვა დაავადების გავრცელებაც არის შესაძლებელი.

როგორც აღვნიშნეთ, ამ ეტაპზე კომპანია, მხოლოდ ძაღლების ვაქცინაციას ახდენს. ხელშეკრულების  დასრულების შემდეგ კი, როგორც მერიაში განამარტავდნენ, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველებისთვის მუნიციპალური საწარმო შეიქმნება. რას ითვალისწინებს აღნიშნული საწარმო და რა პირობებში მოუწევთ ყოფნა, ამ დროისთვის უცნობია.


ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი