"ლევან აბზიანიძე მოკლა სახელმწიფომ"
"ლევან აბზიანიძე იძულებითი ნარკოტესტირების მსხვერპლი", "ლევან აბზიანიძე მოკლა სახელმწიფომ", - ამ ფრაზებით სახელოსნომ "პრაქსისი" შსს იმერეთის სამხარეო სამმართველოსთან აქცია გამართა.
"ზრუნვა და არა დასჯა" - აცხადებენ აქციის წევრები. ისინი ძალადობრივ ნარკოპოლიტიკას გმობენ.
"საქმე აღძრულია თვითმკვლელობამლე მიყვანის მუხლით. ჩვენ ვითხოვთ მის გადაკვალიფიცირებას სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით. ასევე უნდა გაუქმდეს იძულებითი ნარკოტესტის პრაქტიკა",- განაცხადა "პრაქისის" წევრმა გივი ავალიანმა.
სახელოსნო "პრაქსისი" აქციას ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ადგილას გამართავს.
ავტორი: ანა ჯიქია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა

16:48
17:26
21:51
11:34
15:17
















