|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბათუმში 17 წლის გოგონა დაჭრეს

ბათუმში, 6 მაისის პარკთან 17 წლის გოგონა დაჭრეს. მას ცივი იარაღით ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. გოგონა  ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც   ოპერაცია უტარდება.
 საავადმყოფოს ეზოში შეკრებილი არიან გოგონას ახლობლები. მათი ინფორმაციით, 19 წლის ბიჭს, რომელიც ზესტაფონიდან არის, 2 წელია, რაც  გოგონა უყვარდა.  თუმცა გოგონას სწავლა უნდოდა და გათხოვებას არ აპირებდა. ახლობლების თქმით, დღეს ბიჭმა გოგონას ცოლად გაყოლა შესთავაზა. სავარაუდოდ, შეკამათებაც ამ საკითხს მოჰყვა. 
 შს სამინისტროს ინფორმაციით, ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია და გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით.

ავტორი: ნიუპრესი